ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სტანდარტი
წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ძირითადი ცნებები და
ოპერაციები
|
ისტ რესურსების შექმნა
|
კვლევა და კომუნიკაცია
|
ის ტექნ. I.1. მოსწავლე
ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად
ცნებებს და ოპერაციებს.
ის ტექნ. I.2. მოსწავლეს შეუძლია
სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული
პრობლემების გაცნობიერება.
|
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების
გამოყენება.
|
ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ძირითადი ცნებები და
ოპერაციები
ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახდენს ციფრული
მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების
დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
·
სწორად იყენებს
ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ
მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
·
სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად: ფაილის
შენახვა მყარ დისკზე, გარე დისკზე; flash-მეხსიერების
გამოყენება);
·
ამოიცნობს და
ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად, სწორად იყენებს
ტერმინოლოგიას.
ის ტექნ. I.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და
ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აცნობიერებს, რომ
ისტ-ის გამოყენების დროს აუცილებელია მხოლოდ მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის
შესაფერისი ვირტუალური სივრცით სარგებლობა (მაგალითად, დაუშვებელია სოციალურ ვებ გვერდზე რეგისტრაცია, სხვადასხვა ჩათის
პროგრამებით სარგებლობა);
·
ავლენს დადებით
დამოკიდებულებას ისტ-ის, როგორც
თანამშრომლობის, საკუთარი ცოდნის გაღრმავების, ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელების, ნაყოფიერი
შრომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მიმართ;
·
აცნობიერებს, რომ
ისტ-ის გამოყენება ყოველდღიურად ხანგძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად
მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ: თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობა;
ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, სტრესი და სხვა;
·
აცნობიერებს, რომ
კომპიუტერით სარგებლობის დრო, მისი ჯანმრთელობის
დაცვის მიზნით, შეზღუდულია როგორც სკოლაში, ასევე სკოლის
გარეთ.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ
პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სახატავ და
ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში
(მაგალითად, ქმნის ნახატს);
·
იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში
(მაგალითად, ტექსტურ რედაქტორში ქმნის დაბადების დღის მისალოც ბარათს);
·
ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი
ციფრული ფორმატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე
მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის
შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო მასალა).
ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
·
იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან კომუნიკაციისათვის (მოკლე
შეტყობინებების გასაგზავნად);
·
კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების,
მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს / უცვლის.
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია
კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად
(მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს ნახატი ფილმიდან ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
·
იყენებს ვებზე დაფუძნებულ თარგმნის
სისტემას უცხო ენიდან სხვადასხვა სიტყვების, ფრაზების სათარგმნელად (მაგალითად,
იყენებს google translate-ს);
·
იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის,
ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით
(მაგალითად: ვიზუალური მასალა,
საგანმანათლებლო თამაშები და სხვა);
·
იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი
პროცესის წასახალისებლად.
სარეკომენდაციო შინაარსი (სასწავლო
რესურსები)
·
კომპიუტერული
პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება
სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში.
·
თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა
დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების
განვითარება სათამაშო გარემოში (მაგალითად: ახალი სიტყვების შესწავლა;
არითმეტიკული ოპერაციების შესწავლა ვირტუალურ მაღაზიაში; გეომეტრიული ფიგურების
გააზრება, მოგზაურობა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, რომლის დროსაც
შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება).
·
პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ
საკუთარი ცოდნის შეფასება (მარტივი ტესტური დავალებები ენაში, მათემატიკაში,
ბუნებისმეტყველებაში; სათამაშო გარემო, რომლის დროსაც, თამაშის შემდგომ ეტაპზე
გადასვლა დაკავშირებულია რომელიმე დავალების შესრულებასთან). როგორც წესი,
დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ხალისიანად ერთვება შეფასების პროცესში, როდესაც მას
აქვს საშუალება, თვითონ შეარჩიოს საკუთარი ცოდნისა და კომპეტენციების ადეკვატური
სირთულის მქონე დავალება და დააკვირდეს თვითგანვითარებას. ამ დროს იგი არა მხოლოდ
აფასებს საკუთარ ცოდნას, არამედ გაუცნობიერებლად გეგმავს შემდგომ ნაბიჯებსაც.
·
სახელმძღვანელოებზე თანდართული ელექტრონული
რესურსები. ამ სახის მასალის ძირითადი დანიშნულებაა კონკრეტულ სახელმძღვანელოში
არსებული მასალის გააზრებისა და ათვისებისათვის
ხელშეწყობა. იგი შეიძლება იყოს ინტერაქტიული დავალებები, რომლებიც
დაკავშირებულია მიმდინარე თემატიკასთან, თვალსაჩინოებები და სიმულაციები.
·
კომპიუტერული პროგრამები,
რომელთა დანიშნულებაა მოსწავლისათვის ძირითადი ისტ-თან დაკავშირებული
კომპეტენციების ჩამოყალიბება. მაგალითად: კლავიატურის გამოყენებაში სავარჯიშო
პროგრამები, სახატავი პროგრამები, თაგვის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები.
მართალია, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ისტ-ის გამოყენება სხვა
სასწავლო დისციპლინებში, მაგრამ ცალკეული პროცედურული უნარის განვითარებაზე
ორიენტირებული, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა უფრო ინტენსიურს ხდის
მოსწავლის განვითარებას ამ მიმართულებით. მაგალითად, როგორც პრაქტიკა უჩვენებს,
ტექსტურ რედაქტორთან მუშაობისას კლავიატურის გამოყენების უნარის განვითარება ხდება
მხოლოდ გარკვეულ საფეხურამდე; იმის გამო, რომ მომხმარებელს შეუძლია ტექსტის აკრეფა
მისთვის სასურველ დროში, იგი აღარ ზრუნავს ინტენსიურად იმაზე, რომ შეძლოს უფრო სწრაფად
და ეფექტიანად გამოიყენოს ყველა თითი კლავიატურასთან მუშაობისას.
No comments:
Post a Comment