Sunday, August 3, 2014

გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია

გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია



იმისათვის, რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დაგეგმოთ, ჩაატარეთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რაც დაგეხმარებათ როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის პროცესში. განსაზღვრეთ, ხუთშტრიხიან შკალაზე როგორ შეაფასებდით თქვენს მიმდინარე პრაქტიკას:

1      კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებას ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებში.   
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
2      განმავითარებელ შეფასებას ვიყენებ თემაზე მუშაობის დაწყებამდე, რათა განვსაზღვრო შესაბამისი სასწავლო პროცედურები (მაგალითად: შევისწავლო ჩემი მოსწავლეების წინარე ცოდნა, რათა განვსაზღვრო, თუ როგორ გავაგრძელო თემაზე მუშაობა.)
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
3       პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ პროექტის მოლოდინები, სასწავლო მიზნები და პროექტის შეფასების კრიტერიუმები.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
4      პროექტის მისაღწევი შედეგების გააზრებისთვის ჩემი მოსწავლეები იყენებენ რუბრიკას.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
5      ჩემი მოსწავლეები ქმნიან რუბრიკებსა და შეფასების სხვა ფორმებს პროექტის განმავლობაში.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
6      მოსწავლეებთან ვაწყობ შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად. ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს  და ვპასუხობ შეკითხვებზე.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
7      ჩემი მოსწავლეები აწარმოებენ თვითშეფასებას.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
8      ჩემი მოსწავლეები მონაწილეობენ თანატოლთა შეფასებაში.

9      პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს ვაკეთებინებ დროულ რეფლექსიას, რათა დაფიქრდნენ თავიანთი სწავლის პროცესზე.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
10    სისტემატურად ვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
11    მოსწავლეები იყენებენ პროექტის გეგმას, რათა მონიტორინგი გაუკეთონ სწავლის პროცესს და დამოუკიდებელად იმუშაონ.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის
12    შემაჯამებელი შეფასებიდან მიღებულ ინფორმაციას ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
არასოდეს                                                                                                                    ყოველთვის


No comments:

Post a Comment