ზაფხული
ზაფხული — წელიწადის დრო,
რომელიც დედამიწის ჩრდილოეთნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი),შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს.
ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.
მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.
შემოდგომა
შემოდგომა — წელიწადის დრო,
რომელიც დედამიწის ჩრდილოეთნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრისმზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს.
ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია.
დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა.
შემოდის მრავალგვარდი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით.
იწყება სთველი, მოსავლის აღების ალო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოთ გადახნავენ.
ბევრი ცხოველიც და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
ჩაწერე სტატია
ზამთარი
ზამთარი — წელიწადის დრო,
რომელიც დედამიწის ჩრდილოეთნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი),გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლისთვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.
მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.
სტატიის სახელი
ჩაწერე სტატია
ჩასვი სურათი
No comments:
Post a Comment