Sunday, August 3, 2014

IV კლასი ბუნებისმეტყველება სტანდარტი

IV კლასი

ბუნებისმეტყველება


სტანდარტი


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია  ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.

ბუნ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.


ბუნ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები და არაგამტარები.

ბუნ.IV.4.მოსწავლეს შეუძლია  მაგნიტის მოქმედების აღწერა.

ბუნ.IV.5.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები.

ბუნ.IV.6.ოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.


ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.


ბუნ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.



ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.

ბუნ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა.

ბუნ.IV.11.ოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება:  ცოცხალი სამყარო

ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით.  სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს;
·      პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის  სტადიებს შორის;
·      საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
·      აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი).


ბუნ.IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
·         აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
·         იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ.




მიმართულება:  სხეულები და მოვლენები

                 ბუნ.IV.3.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები  და   არაგამტარები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იცავს უსაფრთხოების წესებს და ატარებს მარტივ ცდებს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სხეულების თბოგამტარობაზე დასაკვირვებლად, წარმოადგენს   შედეგებს და გამოიტანს დასკვნას;
·      ჩამოთვლის სითბოს შენარჩუნების მაგალითებ ყოველდღიური ცხოვრებიდან (მაგ., ბინის თბოიზოლაცია, ბეწვის ტანსაცმელი, თერმოსი);
·      ამოიცნობს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან თბოგამტარებს და თბოიზოლატორებს;
·      გადაჭრის სითბოს შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მარტივ პრობლემას;
·      აღწერს ბუნებრივი თბოიზოლატორების (მაგ., ბეწვი, ბუმბული, ცხიმი) მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის.

ბუნ.IV.4.მოსწავლეს შეუძლია  მაგნიტის მოქმედების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ატარებს ცდებს მაგნიტის საშუალებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;
·           აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს მაგნიტის მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და მის სხვა ნაწილებთან;
·           ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებ ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ბუნ.IV.5.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  ბგერის წარმოქმნა და მისწყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს მარტივ ცდებს, აკვირდება მერხევ სხეულს და აღწერს ბგერის წარმოქმნას;
·         აკვირდება სხვადასხვა ობიექტის მიერ გამოცემულ ბგერებს, განასხვავებს მათ (ხმამაღალი, ხმადაბალი) და ამოიცნობს ბგერის წყაროს;
·         ატარებს მარტივ ცდებს და მსჯელობს ბგერის მილევაზე წყაროდან დაშორების მიხედვით.

                       
მიმართულება:  დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ფერის მიხედვით ასხვავებს წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და რუკაზე; 
·         აღწერს გეოგრაფიულ  ობიექტებს,  მათ შემადგენელ ნაწილებსა (მაგ., მდინარის სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის მწვერვალი, კალთა, ძირი) და მახასიათებლებს (მაგ., ჩქარი - მდორე, ციცაბო - დამრეცი);
·         აკვირდება და აღწერს გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟების ან ჩანაწერების ან ფოტოების სახით.

ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას, კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე;
·           ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·           აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობს  ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
·           დაიტან კონტურულ რუკაზე  გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებ.


ბუნ.IV.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
·         ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;
·         აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.



მიმართულება:  ადამიანი და გარემო

ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ზოგიერთი  საკვები პროდუქტის  შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
·         ზრუნავს საკლასო ოთახის და საცხოვრებელი ადგილის სისუფთავეზე (მაგ., განიავება);
·         აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის (მაგ., სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევან თუ სად შეიძლება შეიძინოს საკვები.


ბუნ.IV. 10.მოსწავლეს შეუძლია  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ცნობს გრაფიკულ პირობით ნიშნებს (პიქტოგრამებს), რომლებიც ხელს უწყობს    
      ოსწავლის სწორ და უსაფრთხო ორიენტირებას საზოგადოებრივ ადგილებში;
·      ასახელებს ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და მისი თავიდან აცილების გზებს;
·      წარმოადგენს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ქცევისა და პირველადი დახმარების წესებს სიმულაციური თამაშით;
·      მსჯელობს ჭექა-ქუხილის დროს ქცევის წესებზე (თავის შეფარება, ელექტრო ხელსაწყოების და მობილურის მოხმარება);
·      მსჯელობს მზის დაკვრის, სხეულის გადახურების ან გადაციების თავიდან აცილების გზებზე.


ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს წარმოადგენს;
·      იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისათვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა);
·      იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.



პროგრამის შინაარსი

სასიცოცხლო ციკლი
სასიცოცხლო ციკლის სტადიები,  თესლი/აღმონაცენი/ზრდასრული მცენარე, კვერცხი/მატლი/ჭუპრი/პეპელა, ქვირითი/თავკომბალა/ბაყაყი.

ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან
სხვადასხვა საარსებო გარემოსთან ორგანიზმების შეგუების თავისებურებები, სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები.

სითბოს გადაცემა
სითბოს გამტარი და არაგამტარი მასალები;
ბუნებრივი  და ხელოვნური თბოიზოლატორები.

მაგნიტი
მაგნიტის თვისებები;
მაგნიტის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში.

ბგერა
ბგერათა მრავალფეროვნება.
ბგერის წარმოქმნა და გავრცელება;
ბგერის წყაროები (მაგ., მუსიკალური ინსტრუმენტი).

ხმელეთზე არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტი       
წყალი და ხმელეთი გლობუსსა და რუკაზე;
გეოგრაფიული ობიექტები და  მათი  ნაწილები: სათავე, შესართავი, კალაპოტი, მთის ძირი, მწვერვალი, კალთა და სხვა;
გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები: ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვა;
გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლების სეზონური ცვლილება.

მზის სისტემა
პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება;
კოსმოსში სამოგზაურო ტრანსპორტი და აღჭურვილობა.

დედამიწის ფორმა
დედამიწის ფორმა;
ძველ ხალხთა წარმოდგენა დამიწის ფორმაზე; მოგზაურები - აღმოჩენები. 

საზოგადოებრივი ჰიგიენა და უსაფრთხოება
ჯანმრთელობა და დასასვენებელი ადგილები;
საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხო ქცევის წესები და ორიენტირების მარეგულირებელი ნიშნები;
ჯანსაღი კვება -  ჯანმრთელობის აუცილებელი პირობა.


No comments:

Post a Comment