IV კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.IV.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლინოს მათი შესაძლებლობები.
ს.გ.IV.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია გრძნობებისა და იდეების ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.IV. 5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად. ს.გ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
ს.გ.IV.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
ს.გ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკის დროს პატივისცემით მოეკიდოს სხვის ნამუშევარს და აზრს.
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ს.გ.IV.11. მოსწავლეს შეუშეადძლია აროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
ს.გ.IV.12 . მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
ს.გ.IV.13. მოსწავლე იკვლევს მის გარშემო არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს;
• ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე;
• თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის სინათლის ხარისხს (ნათელი-ბნელი), ტონალობას (ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვ.);
• ფიგურის, ფორმის, ან ორნამენტის გამეორებით ქმნის რიტმულ კომპოზიციებს;
• ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს კოლაჟის, აპლიკაციის, მოზაიკისა და სხვა ტექნიკის გამოყენებით (პეპელა, ტყე და ა.შ.);
• ნახატზე მუშაობისას გადმოსცემს საგნის საერთო პროპორციას (ადამიანი სახლზე პატარაა, სახლი მანქანაზე დიდია და სხვ.);
• არჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს და შეუძლია სივრცის ელემენტების მარტივად გამოსახვა (ახლო საგნები უფრო დიდი, ხოლო შორეული საგნები უფრო მცირე ზომისაა.
ს.გ.IV.2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლინოს მათი შესაძლებლობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ქმნის სხვადასხვა ფაქტურას (სხვადასხვა ტიპის მონასმებით, მუყაოს ნაჭრებით, ანაბეჭდებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, ასევე, თითებით, ღრუბლით და სხვ.);
• აქცევს შეცდომას (ხარვეზს, დეფექტს) ნამუშევრის ელემენტად;
• ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს (თასები, მძივები, სათამაშოები, და სხვ.) სხვადასხვა მასალით (ქსოვილი, მუყაო, მავთული, მეორადი რესურსები).
ს.გ.IV.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ხატავს თავის გარემოს - ქალაქს, სოფელს, სატრანსპორტო საშუალე¬ბებს (მატარებელს, მანქანას, თვითმფრინავს), ხიდებს, შენობებს, მოედნებს და სხვ.;
• ხატავს ყოფით სცენებს (რთველი, დილა ოჯახში);
• აკვირდება, როგორ იცვლება ობიექტის ზომა დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში;
• ასახავს ნამუშევარში ბუნებაზე და ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს (მაგ., გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს).
ს.გ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია გრძნობებისა და იდეების ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ირჩევს გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
• ქმნის წარმოსახვით სახეებს;
• გადმოსცემს ცხოვრებაში ნანახ საინტერესო სცენებს და ცდილობს ასახოს საკუთარი გრძნობები მათ მიმართ.
ს.გ.IV. 5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
• იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
• ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;
• აღადგენს დაზიანებულ ნივთებს და სასკოლო ინვენტარს (წიგნი, რუკა) აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;
• სხვადასხვა მასალით ამზადებს ჩარჩოებს, ძერწავს ქოთნებს, თასებს/ფიალებს, წნავს კალათებს;
• ფერადი ცარცებით მოხატავს სკოლის ეზოს;
• ალაგებს და ალამაზებს საკლასო ოთახს და ეხმარება უფროსებს სკოლის ეზოს დასუფთავებაში.
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
• ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში;
• იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• საუბრობს საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე (ჟანრი, მასალა, ტექნიკა, ფორმა, ფაქტურა და სხვ.);
• აღნიშნავს და ასაბუთებს, რა მოსწონს, რა - არა;
• ცდილობს შეფასებას, რამდენად შეძლო ჩანაფიქრის გადმოცემა ნამუშევარში;
• ხელოვნების ნამუშევარზე საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს განვლილი მასალიდან;
• წარდგენის დროს სვამს კითხვებს და ადეკვატურად პასუხობს სხვის მიერ დასმულ შეკითხვებს;
• წარადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე ავტორის და/ან ინტერპრეტატორის როლში.
ს.გ.IV.8.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რატომ ქმნიან ადამიანები ხელოვნების ნაწარმოებებს;
• საუბრობს, თუ რისი გადმოცემა სურდა ნამუშევარში (ოცნება, ემოცია, აზრი, შთაბეჭდილება);
• მსჯელობს ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე.
ს.გ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია კრიტიკის დროს პატივისცემით მოეკიდოს სხვის ნამუშევარს და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სხვისი ნამუშევრის შეფასებისას ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
• აცდის სხვას საუბარს კამათის დროს;
• მხარს უჭერს, ამხნევებს თანაკლასელებს და კეთილგანწყობილია მათ მიმართ.
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, საკლასო და სასკოლო ზეიმებში და გამოფენებში;
• დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
• დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ადარებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომ¬სახვე¬ლობითი ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით;
• ახასიათებს დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს;
• ადარებს ხელოვნების დარგებს გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედების მიხედვით და დროში ხანგრძლივობის თვალსაზრისით;
• აგროვებს ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწე¬რულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენე¬ბი¬თი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს.
ს.გ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს;
• ამოიცნობს მხატვრულ ნამუშევრებში ბუნების მოვლენებს, განსხვა¬ვე¬ბულ რელიეფს, მცენარეებს და სხვ.;
• ამოიცნობს მხატვრულ ნამუშევარში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.
ს.გ.IV.13. მოსწავლე იკვლევს მის გარშემო არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აგროვებს და აცნობს თანაკლასელებს ინფორმაციას მისი რეგიონის (ქალაქი, სოფელი, დასახლება) ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე;
• იცნობს და აღწერს მის რეგიონში მდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს;
• მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა გარემო და ეპოქა ხელოვნების ნაწარმოებში (ნამუშევარში ჩანს კონკრეტული რეგიონის ლანდშაფტი,
არქიტექტურული ძეგლები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ნივთები და ა.შ.).
პროგრამის შინაარსი
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი (შტრიხი), ფერი (ფერების შეზავებით სასურველი ფერის მიღება, თეთრის ან შავი ფერის დამატებით ფერის სინათლის ხარისხის ცვლილება (ნათელი-ბნელი), ტონალობა (ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვ.), ფაქტურა, განწყობილების გადმოცემა ხაზის და ფერის საშუალებით, საერთო პროპორციების გადმოცემა, სივრცის გადმოცემის მცდელობა (წინა, შუა და უკანა პლანის გარჩევა გამოსახულების ზომის, მკვეთრი და მკრთალი ფერების საშუალებით), სიმეტრია, ასიმეტრია.
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
ხაზი (შტრიხი) - მაგ., ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის და ვინსენტ ვან გოგის გრაფიკული ნამუშევრები და სხვ.
ფერების შეზავებით სასურველი ფერის (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე) მიღება; თეთრის ან შავი ფერის დამატებით ფერის სინათლის ხარისხის ცვლილება (ნათელი-ბნელი), ტონალობა (ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვ.) – მაგ., ოდილონ რედონის ‘’პეგასი“, ’’ნიჟარა’’, ’’მუზა პეგასზე’’, ანრი რუსოს “ვეფხვი ტროპიკულ შტორმში”; კლოდ მონეს “ბაღი ჟივერნიში”, “მებაჟეს სახლი ვარენჟევილში”, “პარლამენტი, მზის ეფექტი წყალზე”; ვინსენტ ვან გოგის “ზეთის ხილის ბაღი”, “ვარსკვლავებიანი ღამე”, “შუადღის ძილი” და სხვ.
მასალა, იარაღი:
ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, მარკერი, ფლომასტერი, მელანი, ნახშირი, ცარცი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ჟურნალ-გაზეთები, პლასტილინი, თიხა, ქსოვილი, თოკი, მავთული, მძივი, ღილი, ნიჟარა, ფერადი კენჭები, ხის ქერქი, ხავსი, საცობი, ღრუბელი, ფუნჯი, ჩხირი, ლითონის, პლასტმასის კოლოფები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური მასალა.
ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდით მოდელირება, მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია; დაჭრა, დაწებება, ღუნვა, გრეხვა დაწვნა.
იდეების გამოხატვა:
საგნებს შორის კავშირების, ასოციაციების გადმოცემა; იდეების წყაროები: ფანტაზია, ხელოვნების ცნობილი ნიმუშები მსოფლიო ხელოვნების ისტორიიდან: ანტიკური სამყარო - ეგვიპტე, შუამდინარეთი, საბერძნეთი; შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება, რენესანსი, XX საუკუნის რჩეული ხელოვნების ნიმუშები (მაგალითად: პაბლო პიკასო, ჯორჯ ბრაკი, ანრი მატისი, პაულ კლეე, გუსტავ კლიმტი და სხვ.) ადგილობრივი არქიტექტურის ძეგლები, შთაბეჭდილებები გარემოზე დაკვირვებიდან, მხატვრული ლიტერატურა (ანდაზები, იგავ-არაკები, მოთხრობები, ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის და სხვათა ლექსები), მუსიკა (ქართული და უცხოური ფოლკლორი, კამილ სენ-სანსი, მორის რაველი, ედუარდ გრიგი), ფილმი, ანიმაცია (მაგ., დისნეის მულტიპლიკაციური ფილმები), სხვადასხვა სახის (მაგ., თეატრალური ან საცირკო) წარმოდგენა; ადგილობრივი სადღესასწაულო ტრადიციები, საბავშვო თამაშები, ყოფითი სცენები.
სავარაუდო თემები:
“ზაფხულის ერთი დღე”, "ზამთრის არდადეგები", “დილა”, “ჩემი ოჯახი”, “ოჯახური ტრადიცია”, “დაბადების დღე”, “პეპელა”, “ჩემი საყვარელი ცხოველი”, "ჩემი სკოლა", “ზღაპრების ქვეყანაში”, “ჯადოსნური ტყე”, “წინათ და ახლა”, “მოგზაურობა დროში”, სერია: “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, “მოგზაურობა გემით/ თვითმფრინავით/მატარებლით...”, “სადგური”, “აეროპორტი”, “ნავსადგური”, “ბიბლიოთეკა”, “მომავლის ტრანსპორტი”, “თეატრში”, “ქუჩაში”, “სპორტული შეჯიბრი”, ’’უცნაური საფრენი აპარატი’’ და სხვ. (შეიძლება იყოს ადგილობრივი საწარმოს, ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლის, ადგილობრივი და უცხოური ტრადიციის ამსახველი თემებიც) ასევე თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.
შრომითი საქმიანობა:
შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვა, დროის ლიმიტის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, მონაწილეობა საკლასო ოთახის, ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში; დაზიანებული ნივთების და სასკოლო ინვენტარის (წიგნი, რუკა) აღდგენა – სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიების გაფორმება, მისალოცი და მოსაწვევი ბარათების, ჩარჩოების, თასების, მარაოს, კედლის გაზეთის, ზეიმის აფიშის დამზადება და სხვ.
მუშაობის სტრატეგია:
მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.
ღონისძიებები:
საკლასო და სასკოლო გამოფენა, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმში, გალერეებში, ხელოვანის სახელოსნოში, ქალაქგარეთ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით (არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლების დათვალიერება).
წარდგინება:
ნამუშევრის წარდგენა (საუბარი ნამუშევარზე, შეფასება), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა, შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, პატივისცემის გამომჟღავნება სხვისი ნამუშევრის და აზრის მიმართ, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა, სათანადო ტერმინების გამოყენება.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ცნობილი ნიმუშების დათვალიერება, ამოცნობა და მიკუთვნება კონკრეტულ დარგთან, ჟანრთან; დარგების შედარება თითოეულის შესაძლებლობების გათვალისწინებით; შინაარსის დაკავშირება სხვა საგნებში განვლილ მასალასთან - ლიტერატურა, ბუნება; საუბარი შთაბეჭდილე¬ბებ¬ზე; განწყობილების ამოცნობა; ადგილობრივ გარემოში არსებული ხელოვნების ნიმუშების კვლევა (ინფორმაციის შეგროვება უბანში, ქალაქში, სოფელში, რაიონში მცხოვრებ ხელოვნების მოღვაწეებზე და იმაზე, თუ როგორ აისახება გარემო და ეპოქა მათ შემოქმედებაში).
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
არქიტექტურა – საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხუროთმოძღვრული ძეგლები მაგალითად, ნეკრესი, ბოლნისის სიონი, ძველი შუამთა და სხვ.; ეგვიპტური პირამიდები, ზიკურატი, ერეხთეონი, ტაჯ-მაჰალი, პიზას კოშკი, სვანური კოშკი და სხვ.
ქანდაკება - ანტიკური სამყარო - ეგვიპტური, ბერძნული, რომაული; გოთური, რენესანსი, თანამედროვე (მაგ., ფიდიასი, მიქელანჯელო ბუონაროტი, ოგიუსტ როდენი, ედგარ დეგა, ჯაკომეტი, კლას ოლდენბურგი, იაკობ ნიკოლაძე, მერაბ ბერძენიშვილი და სხვ.).
ფერწერა - ჯოტო დი ბონდონე, ტომაზო მაზაჩო, რაფაელ სანტი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, ვერმეერი, ელ გრეკო, დიეგო ველასკესი, ნიკო ფიროსმანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და სხვა.
გრაფიკა - მაგალითად, ანრი დე ტულუზ ლოტრეკი, პაბლო პიკასო, ჩინური და იაპონური გრაფიკა და სხვ.
ილუსტრაციები: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - “პატარა უფლისწული”, ა.დ. რეიპოლსკის შარლ პერო -“ლურჯწვერა”, სერგო ქობულაძის "ვეფხისტყაოსანი” და სხვ.
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება – მაგალითად, კავკასიური და აღმოსავლური ხალიჩები; ძველი ჩინური ფაიფური. ძველი, თანამედროვე ქართული კერამიკა ვებ-გვერდიდან: http://clayoffice.ge/ და სხვა.
No comments:
Post a Comment